ქაღალდი
ჭვირნიშნიანი ქაღალდი ნაცრისფერი, შესრულებული შავი მელნით
წერტილი ადგილ ადგილ
მოღწეულია სრულად, რესტავრირებული (რამდენიმე სტრიქონი გაფერმკთალებულია, მაგრამ ტექსტი იკითხება)
ქორონიკონს უპბ (1794), ღვინობისთვის კე (ოქტომბრის 25)
1. უზბაში (თურქ.) - ასისთავი, ასეულის უფროსი; იგი მინბაშის ხელქვეითი მოხელე იყო და სამხედრო უწყებას ეკუთვნოდა. XVII ს-ში მეფის მცვეთა რაზმის უფროსი; საქართველოში ყოფილა სამი უზბაში. თითოეულ მათგანს ორმოცი მეთოფე ჰყოლია. XVIII ს-ში ერეკლე II-ის დროს ფუნქცია შეეცვალა და ჯარის ასეულის უფროსი გახდა. მის მოვალეობას შეადგენდა ჯარისკაცების წესრიგზე ზრუნვა. საბუთებში გვხვდება როგორც უზბაში ისე ასისთავი.
2. მადანი - ამ შემთხვევაში იგულისხმევა მაღარო.