ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბრძანება ერეკლე II-ისა კახეთის სოფლების მოურავებისადმი, დებულების თანახმად საკათალიკოსო სარგოს შეგროვებისა და კათალიკოსისთვის მიბარების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1794 წ. 23 ოქტომბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/1285
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
8, 176; უკე (425)
მასალა

ჭვირნიშნიანი ქაღალდი ნაცრისფერი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
303X140
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

ერთი და ორი წერტილი ადგილ-ადგილ

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უპბ (1794) ღვინობისთვის კგ (ოქტომბრის 23) 

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1.გვიანდელი სათაური: ,,ქ. მეფის ირაკლის ოქმი, ჯიმითისა, გურჯაანისა, ახაშნისა, შანშიანისა, კალაურისა, ხოდაშნისა, ფაშანიისა და ვეძისხევის მოურავებზედა, რომ რაც კათალიკოზის დებულება აქვსთ, სულ თითონ უნდა ჩამოუტანდნენ“.

2. ექსცერპტი,  ფ.1451/1-176, გვ.17v, მცხეთის სვეტიცხოველის ეკლესია, გადაწერილი 1818 წ. სინოდის კანტორის მიერ.

3. მოურავი  - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი  მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში  ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა  სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38  მოურავი იყო   და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.

4. სარგო - მნეთა სარგებელი; შემოსავალი, შესამატი.