ქაღალდი
ჭვირნიშნიანი ქაღალდი მწვანე, შესრულებული შავი მელნით
წერტილი და მძიმე ყოველი სიტყვის შემდეგ მონაცვლეობით
რესტავრირებული
ქორონიკონს უპბ (1794) ოქტომბრის კ (20)
1. განიხილეს მხოლოდ მდივან პართენის შვილის მკვლელობა, დამნაშავეები მესამე ხარისხის თავადის სისხლით დაისაჯენ და ვახტანგ VI-ის სამართლის კჰ (28) მუხლის თანახმად დაეკისრათ სამას ოთხმოცდაოთხი თუმნის გადახდა.
2. განაჩენის აღსრულება ეშიკაღასბაშის შვილს იასაულ ალექსანდრეს დაევალა.
3. მინაწერი განაჩენზე: ,,მაჭავარიანის სისხლი აქ მოხსენებული არ არის, იმისის სისხლი სხვა განაჩენით გაჩნდება".
4. მოურავი - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38 მოურავი იყო და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი
5. მდივანი (არაბ. - სახელმწიფო საბჭო, სამეფო კანცელარია) - საპატიო მოხელე, რომელიც სამეფო კარზე და სახელმწიფო დაწესებულებებში ადგენდა სხვადასხვა სახის დოკუმენტებს; საამისოდ ის გადიოდა საგანგებო მომზადებას; მდივნისათვის აუცილებელ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა: დიდი განათლება, ენების ცოდნა და სამდივნო საქმეში დახელოვნება. ყველა მდივანი თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ და ,,უხუცესი" არ ჰყავდათ. ქართლ-კახეთში ექვსი მდივანი ჰყოლიათ. ერეკლე II-ის დროს მათი რიცხვი ათამდე გაზრდილა. მდივანი არა მარტო ადგენდა საბუთებს, არამედ უშუალო მონაწილეობასაც ღებულობდა ამა თუ იმ ღონისძიების გატარებაში. მდივნობა შემოსავლიანი და საპატიო სახელო იყო. მდივნობა მემკვიდრეობით გადადიოდა
6. სისხლი, სისხლის გაჩენა - ქართული იურიდიული ტერმინი; ფულადი ან ქონებრივი საზღაურის რაოდენობის განსაზღვრა, რომელიც დამნაშავეს უნდა გადაეხადა დაზარალებულისთვის ფიზიკური ზიანის მიყენების გამო