ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბრძანება ერეკლე II-ისა იასაულ ბეცია საამისშვილისადმი, რუსეთში გადასახლებულ მიქელა გულიშამბარაშვილის ორი კომლი ყმის სახასოდ გამოცხადების და მელიქ ავეტიქასთვის მიბარების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1794 წ. 28 აგვისტო
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1450, 48/1, 1r
მასალა

ქაღალდი ნაცრისფერი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უპბ (1794), აგვისტოს კჰ (28)

ბეჭედი
შენიშვნა

1.  რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1824 წ. 21 მაისს, სოვეტნიკი დიმიტრი თარხანოვი.

2. იასაული (თურქ.) - ქართულად მანდატური, ბოქაული, ხელჯოხიანი. იგი ადმინისტრაციულ-პოლიციური სამსახურის ყველაზე დაბალი და გავრცელებული მოხელე იყო.  საპოლიციო ხასიათის სამუშაოს აღმსრულებელი, რომელიც  ეშიკაღასბაშის უწყებაში შედიოდა. თბილისში სპეციალური საიასაულო სახლი იყო, სადაც დასაკითხად მiჰყავდათ დამნაშავეები. იასაული იყო განაჩენების და მეფის ბრძანების აღმსრულებელი. მას აგრეთვე აგზავნიდნენ წერილისა თუ ბრძანების ადგილზე გადასაცემად, ვინმეს გამოსასახლებლად. ისინი მრავალ უწყებას ემსახურებოდნენ. სამეფო იასაულები გათვალისწინებული იყო 23 იასაული, სადედოფლო - 17. გარდა ამისა იასაულები ჰყავდათ ერისთავებსაც.                                                                                            

3. მელიქი  (არაბ.)  - ქალაქის მმართველი მოხელე, მოურავის ხელქვეითი, ქალაქის თავი, რომელიც მოსამართლის ფუნქციებსაც ითავსებდა სამოქალაქო საკითხებში. ევალებოდა ქალაქში სისუფთავისა და წესრიგის დაცვა. ეს ტერმინი საქარათველოს სამოხელეო წყობილებაში  XVIს-ში შემოვიდა.

4.  კომლი/საკომლო - გლეხის მეურნეობის ერთეული -  ,,საგლეხო მამული" ანუ ,,საკომლო". საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საკომლოს რაოდენობა განსხვავებული იყო იმის მიხედვით თუ რა დარგი იყო განვითარებული, ან მიწის ნაყოფიერება როგორი იყო.

5. სახასო - 1. სამეფო საკუთრება; 2.ფეოდალის სახლის საერთო-საგვარეულო ქონება.