ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

განაჩენი მდივანბეგ [გიორგი] ამილახორის, დამტკიცებული ერეკლე II-ის მიერ, იოსებ მამაცაშვილის ძმის მოახლის გაწბილების საქმეზე

საუკუნე
XVIII
წელი
1783 წ. 27 სექტემბერი.
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1450, 46/103, 71rv
მასალა

ქაღალდი ნაცრისფერი, დაწერილი შავი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უოა (1783),   სექტემბრის კზ (27).

ბეჭედი
შენიშვნა

1. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1825 წ., სოვეტნიკი შერმაზან აფხაზოვი.

2. მდივანბეგი (თურქ. სპარს.) -  სამეფოს უმაღლესი მსაჯული, უფროსი მოსამართლე; სასამართლოს თავმჯდომარე, მეფის მუდმივი მოსამართლე; მსაჯულთუხუცესი. მრჩეველი. პირველად იყვნენ ცოტანი, XVIII ს.ში ოცდაათს გადააჭარბა.