ქაღალდი
ქაღალდი თეთრი, დაწერილი შავი მელნით.
ერთი და ორი წერტილი ადგილ-ადგილ.
მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული.
ქორონიკონს უოა (1783), აგვისტოს ჰ (8).
მდივანბეგები: ნიკოლოზ აბაშიძე, მზეჭაბუკ ორბელიანი, თეიმურაზ ციციშვილი, იესე ბარათაშვილი
ისიდორე დოლიძე, ქართული სამართლის ძეგლები, ტ. V, 1974 წ. გვ.228-229.
1. განაჩენის აღსრულება ხუთასისთავ ზაზა ამირეჯიბს დაევალა.
2. სახლთუხუცესი - იგივე აბრამადი. მეფის კარის მოხელე; მეფის სასახლის მმართველი, მასვე ექვემდებარებოდა სამეფოს შემოსავალ-გასავალი და მასთან დაკავშირებული მოხელე-მოსაქმენი. სამეურნეო-საფინანსო ზედამხედველი, სასახლის მსახურთა უფროსი, გვხვდება XV ს-იდან.
3. მდივანბეგი (თურქ. სპარს.) - სამეფოს უმაღლესი მსაჯული, უფროსი მოსამართლე; სასამართლოს თავმჯდომარე მეფის მუდმივი მოსამართლე; მსაჯულთუხუცესი. მრჩეველი. პირველად იყვნენ ცოტანი, XVIII ს.ში ოცდაათს გადააჭარბა.
4. სისხლი, სისხლის გაჩენა - ქართული იურიდიული ტერმინი; ფულადი ან ქონებრივი საზღაურის რაოდენობის განსაზღვრა, რომელიც დამნაშავეს უნდა გადაეხადა დაზარალებულისთვის ფიზიკური ზიანის მიყენების გამო.