ქაღალდი
ქაღალდი მოყვითალო, დაწერილი შავი მელნით
წერტილი ხშირად
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონს უპბ (1794), ივლისის იჰ(18)
დედოფალი დარეჯანი, მეფის ძეები: გიორგი. იულონი, ბაგრატი, დავითი; მდივან-ნაზირი სვიმონ ქობულოვი, სახლთუხუცესი გიორგი
1. წყალობას ახლავს მეფის ბრძანება გურჯაანის მოურავისადმი ახლად დანიშნული ნაცვლისთვის ხელის შეწყობის შესახებ.
2. გადაწერილია 1881 წ. დონიკე ანდრონიკაშვილის საოჯახო არქივიდან პოლიევკტოს კარბელაშვილის მიერ.
3. ნაცვალი - მოხელე, ვისიმე მოადგილე. ნაცვლებად მცირე შეძლების აზნაურები ინიშნებოდნენ. ისინი მეთვალყურეობას უწევდნენ ქალაქში წესრიგის დაცვას; სოფლად - მოურავის მოადგილე. ამასთანავე ევალებოდათ უცხო ქვეყნებში წამსვლელ-მომსვლელთა თვალის მიდევნება, რის შესახებაც ყოველდღიურ ანგარიშს აბარებდა მოურავს. გარდა ამისა ევალებოდა ვაჭრების მიერ ვაჭრობის წესების დაცვის მეთვალყურეობა. იგი წესრიგს ამყარებდა დოღისა და საერთოდ საზოგადოებრივი გართობის ადგილებში. მას ზომები უნდა მიეღო ხანძრისა და ეპიდემიების შემთხვევაში.
4. მდივან-ნაზირი - მოხელე, რომელიც გარდა მდივნობისა ითავსებდა ნაზირის მოვალეობასაც.
5. მოურავი - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38 მოურავი იყო და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.