ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა მღვდელ დავით და ზაალ ალექსიძეებისა, სახლზე მოდავე თოფჩის სასამართლოში მიყვანის თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა ეშიკაღასბაშ თამაზისადმი, თოფჩის სასამართლოში დაბარების და გამოუცხადებლობის შემთხვევაში დავის მღვდლის სასარგებლოდ გადაწყვეტის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1794 წ. 2 ივლისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1450, 25/105, 114 rv
მასალა

ქაღალდი ცისფერი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უპბ  (1794), მკათათვის ბ (ივლისის 2)

ბეჭედი
შენიშვნა

1.  რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1822 წ. 14 აგვისტოს, სოვეტნიკი  გაბრიელ რატიევი.

2. თოფჩი/მეთოფე, მეზარბაზნე - თოფით აღჭურვილი მეომარი ან მეთვალყურე, ყარაული, დარაჯი. ისინი ჯამაგირს და ულუფას  მეფისგან იღებდნენ. მათ უნდა ჰქონოდათ თოფი და ცხენი. ერეკლეს მორიგე ჯარის განჩინებაში - მეთოფე =მორიგე =მოლაშქრე = ჯარისკაცი = მორიგე კაცი

3.  ეშიკაღასბაში   - იგივე მანდატურთუხუცესი მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი. ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდა  განაჩენების სისრულეში მოყვანა. იასაულების გაგზავნა სამართლის აღსასრულებლად. ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის მიხედვით ეშიკაღასბაშს ევალებოდა  გაფანტული ყმების მოგროვება და პატრონისთვის დაბრუნება. სამეფო ეშიკაღასბაშის გარდა იყო ორი სახის ეშიკაღასბაში: ხალვათხანის/ქარხნების (ორი) და  არმის/სასახლის (ორი).   ეს ტერმინი XVIIს-ში მეფე როსტომმა შემოიღო. ექვემდებარებოდნენ: ბოქაულთუხუცესი, ბოქაული, სოიბათიასაული, ყორიასაული, იასაული, მემანდარი, ყაფიჩი