ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

თოფჩობის და სითარხნის წყალობის წიგნი ერეკლე II-ისა თხინვალელ თევდორე პეტრესშვილისადმი

საუკუნე
XVIII
წელი
1794 წ. 1 ივნისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/575
მასალა

ქაღალდი ღია ყავისფერი, დაწერილი შავი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
369X215
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ადგილ-ადგილ

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უპბ (1794), ივნისის ა (1)

ხელრთვა
ბეჭედი
დამწერი
შენიშვნა

1. მეფის მინაწერი წყალობის წიგნზე: ,,და თუ ჩვენს სამსახურში აღარ იყო და თოფჩობაში აღარ იმსახურებოდე, ეს ჩვენი წყალობის წიგნიც უნდა მოგეშალოს და ბათილიც იქნება".

2. მიმბაში (თურქ.) - ათასისთავი, ციხისთავი მინბაში თავისი შინაარსით ციხის უფროსს, ციხის თავს ნიშნავს. მათ მეციხოვნეები ექვემდებარებოდნენ.  მინბაშის უპირველესი ამოცანა იყო ციხე-სიმაგრე მოემარაგებინა მცველებით, იარაღით, პროდუქტებით. მინბაში მეფის შემდეგ ერთადერთი ბატონ-პატრონი იყო ციხისა. ,,მინბაშს" ქართული ტერმინი ციხისთავი არ განუდევნია  და საბუთებში ხშირად გვხვდება ორივე სახელი.  XVIII-ის  II ნახ.-ში მისი მნიშვნელობა შეიცვალა და როცა ერეკლე II-ემ მორიგე ჯარი შექმნა, ჯარის  უფროსებად მინბაშები  დააყენა, ერეკლემ მათ დაავალა მორიგე ჯარის გაწვრთნა და ჯარში წესრიგის დაცვა. მაშასადამე მინბაშები ციხის უფროსობის გარდა  ჯარის სამხედრო მეცადინეობასაც ხელმძღვანელობდნენ. ისინი სამეფო სამხედრო უწყების მოხეელები და საპატიო მოხელეებად ითვლებოდნენ. მინბაში ზოგჯერ  ქალაქის კომენდანტადაც ინიშნებოდა

3. თოფჩი/მეთოფე - თოფით აღჭურვილი მეომარი ან მეთვალყურე, ყარაული, დარაჯი. ისინი ჯამაგირს და ულუფას  მეფისგან იღებდნენ. მათ უნდა ჰქონოდათ თოფი და ცხენი. ერეკლე მორიგე ჯარის განჩინებაში: მეთოფე =მორიგე =მოლაშქრე = ჯარისკაცი = მორიგე კაცი; მეზარბაზნე.

4. სითარხნე/თარხნობა (სპარს.)- გადასახადებისგან გათავისუფლება.