ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა ფარეშთუხუცეს თეიმურაზისა, ქარუმიძის მიერ მითვისებული გასაყიდი მამულის შესყიდვის თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა ქარუმიძისადმი, სამართლის ძალით მამულის თეიმურაზისთვის მიყიდვის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1794 წ. 22 მაისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1450, 45/185; 123rv
მასალა

ქაღალდი ნაცრისფერი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უპბ (1794),  მაისის კბ (22)

ბეჭედი
შენიშვნა

1. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1826 წ. 14 მაისს, სოვეტნიკი შერმაზან აფხაზოვი.

2. მინაწერი: ,,ასლი წერილი მივიღე პოვერენია აზნაური ზაქარია ყორღანოვი“.

3. ფარეშთუხუცესი - მეფის სასახლის შინამოსამსახურეთა უფროსი. მეფეს ორი ფარეშთუხუცესი ჰყოლია, დედოფალს ერთი. ისინი სუფრაჯს წვეულების დროს სუფრის გაწყობაში ეხმარებოდნენ, ხელმძღვანელობდნენ ფარეშებს და სასახლის სხვა მოსამსახურეებს.  იგი მეფესთან დაახლოებული პირი იყო და მონაწილეობდა სამეფოს მართვაში და საიდუმლო თათბირებში

4. სუფრაჯი/სუფრაჩი (თურქ.) - სასახლის მოხელე, რომელიც განაგებდა მეფის პირად მომსახურებას. წვეულების, სუფრის ზედამხედველი. საფარეშოს მოხელე, რომელიც მეფის პირად მომსახურებასთან ერთად, ასრულებდა მეფის მიერ ნაბრძანებ დავალებებსაც. სუფრაჯი იგივე ჩუნჩარეხი/ჩუნჩენახი. ჯერ იყო ტერმინი ჩუნჩარეხი შემდეგ შეიცვალა სუფრაჯით, ქართულად მატაკარანი. დედოფალსაც ჰყავდა სუფრაჯი. მათ საპატიო ადგილი ეჭირათ სასახლის მოხელეებს შორის. იგი მეფესთან დაახლოებული და გავლენიანი პირი იყო