ქაღალდი
ქაღალდი ნაცრისფერი, დაწერილი შავი მელნით
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონს უპბ (1794), აპრილის იზ (17)
1. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1824წ. 17 მაისს, სოვეტნიკი შერმაზან აფხაზოვი.
2. ნასახჩიბაში (არაბ.) - ნასაღჩიბაში ნაწარმოებია სიტყვა ნასაღიდან - აკლება, აწიოკება, დასახიჩრება. ნასაღჩიბაშის ტერმინი შემოვიდა XVIII ს.-ის მეორე ნახევრიდან და ითვალისწინებდა დამნაშავეების დასჯას. წესრიგის დაცვის მიზნით; დევნიდა დანაშაულებრივ ქმედებებს. ფიზიკური სასჯელის აღმსრულებელთა უფროსი.XVII ს-ის მეორე ნახევარში, მოხელე, რომელიც დამნაშავეებს ასოთა მოკვეთის სისრულეში მოყვანა ევალებოდათ
3. მამასახლისი - ზედამხედველი ქალაქსა და სოფელში ვინმეს ქონებისა; მოურავის თანაშემწე. არჩევითი მოხელე სოფლად, რომელიც ასრულებდა ადმინისტრაციულ-პოლიციურ მოვალეობებს. ,,საქვეყნოდ გამრიგე" მოხელე ქალაქსა და სოფელში, რომელიც ახორციელებდა როგორც მართველობით ისე სასამართლო ფუნქციებს. მამასახლისი ჰყავდათ როგორც მემამულეებს ასევე ეკლესიებსაც. მამასახლისი მოხელეებს ეხმარებოდა გადასახადების აკრეფაში. იგი მონაწილეობას იღებდა მხოლოდ სამოქალაქო საქმეების არჩევაში და ზოგ შემთხვევაში მონაწილეობდა განაჩენის აღსრულებაში. ეს მოხელეობა მემკვიდრეობით გადადიოდა. თავისუფლდებოდა გადასახადებისგან. ეხმარებოდნენ მოხელეებს გადასახადების გაწერაში და აკრეფაში