ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა მროველ იუსტინესი, მეფის მიერ ღვთაების ეკლესიისთვის შეწირული ყმების ლუა წინამძღვრიშვილის მიერ წართმევის თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა მინბაშ ზაზა ამირეჯიბისადმი, მროველ იუსტინესთვის სასწრაფოდ ყმების დაბრუნების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1794 წ. 27 თებერვალი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი 

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1449/2539
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
14
მასალა

ქაღალდი თეთრი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
2
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ადგილ-ადგილ

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უპბ (1794), თებერვლის კზ (27) 

ბეჭედი
შენიშვნა

1. საბუთი გადაწერილი ს. XX ს-ის დასაწყისში სარგის კაკაბაძის მიერ.

2. სარგის კაკაბაძეს მითითებული აქვს დედნის აღწერილობა:  ,,ლურჯ. ქაღ.; 35X 21 და  ძველი საარქივო-სააღრიცხვო ნომერი: N14".

3. ექსცერპტი, ფ.1451/1-14, 197v, რუისის ფერიცვალების ეკლესია.

4. მიმბაში (თურქ.) - ათასისთავი, ციხისთავი მინბაში თავისი შინაარსით ციხის უფროსს, ციხის თავს ნიშნავს. მათ მეციხოვნეები ექვემდებარებოდნენ.  მინბაშის უპირველესი ამოცანა იყო ციხე-სიმაგრე მოემარაგებინა მცველებით, იარაღით, პროდუქტებით. მინბაში მეფის შემდეგ ერთადერთი ბატონ-პატრონი იყო ციხისა. ,,მინბაშს" ქართული ტერმინი ციხისთავი არ განუდევნია  და საბუთებში ხშირად გვხვდება ორივე სახელი.  XVIII-ის  II ნახ.-ში მისი მნიშვნელობა შეიცვალა და როცა ერეკლე II-ემ მორიგე ჯარი შექმნა, ჯარის  უფროსებად მინბაშები  დააყენა, ერეკლემ მათ დაავალა მორიგე ჯარის გაწვრთნა და ჯარში წესრიგის დაცვა. მაშასადამე მინბაშები ციხის უფროსობის გარდა  ჯარის სამხედრო მეცადინეობასაც ხელმძღვანელობდნენ. ისინი სამეფო სამხედრო უწყების მოხეელები და საპატიო მოხელეებად ითვლებოდნენ. მინბაში ზოგჯერ  ქალაქის კომენდანტადაც ინიშნებოდა