ქაღალდი
ქაღალდი ცისფერი, დაწერილი შავი მელნით.
წერტილი სამგან
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.
ქორონიკონს უპბ (1794), იანვრის ლა (31)
მეფის ძე გიორგი, ნაზირი დიმიტრი და გოგია/გიორგი ხიმშიაშვილი
ისიდორე დოლიძე, ქართული სამართლის ძეგლები, ტ. V, 1974 წ. გვ.629-630.
ერეკლე II-ის მიერ გაცემული საბუთები, 1736-1797 წლები, 2008 წ. გვ.200.
1. ახლავს 26 ივნისის ჩვენებები: თიანეთის ნაზირ დიმიტრისა და გოგი ხიმშიაშვილისა, რომ ჯიმშიტაშვილებმა და გაბადაურებმა თემის უფროსების თანდასწრებით ხატის დროშით შემოუარეს მიწას და დაიფიცეს.
2. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1821 წ. 18 ივნისს, სოვეტნიკი გაბრიელ რატიევი.
3. მინაწერი: ასლი წერილი მივიღეთ დავითამ , ნადირამ და მამუკა გაბიდაუროვმა, ამათი თხოვნით ხელს ვაწერ ისაკ საგინაშვილი.
4. ნაზირი (არაბ.) - იგივე ეზოსმოძღვარი. შემოიღეს მეფე როსტომის დროს. სახლ-კარის ზედამხედველი; ეზოს მოძღვარი; მეთვალყურე მეფის ხარჯისა და დარბაზის რიგისა. სამეურნეო ფუნქციების მოხელე; სალაროს ნაზირი, ქარხნის ნაზირი, ჩარფა ნაზირი - უმიკაშვილისა და ჩუბინაშვილის განმარტებით ,,ოთხფეხთა ზედამხედველი არის“, მისი საქმიანობა დაკავშირებული იყო მეფის მეცხენეობასთან და მეცხვარეობასთან (სარგო წელიწადში ერთი კვიცი). განაგებდნენ მეფის საწყობებს. ამარაგებდნენ სასახლეს, აგროვებდნენ გადასახადებს. ექვემდებარებოდა სახლთუხუცესს.