ქაღალდი
ქაღალდი ყავისფერი, დაწერილი ყავისფერი მელნით.
ერთი და ორი წერტილი ადგილ ადგილ.
მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული.
ქორონიკონი უნ (1762), თიბათვის კ (ივნისის 20)
1. ბეითალმანი (არაბ) - ამოვარდნილი, უპატრონო ადგილი, სახლ-კარი; უმემკვიდრეოდ დარჩენილი ამოწყვეტილი ოჯახის ადგილ-მამული.
2. მოურავი - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38 მოურავი იყო და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.
3. თუშმალი - სამეფო სამზარეულოს მოხელე, მზარეულების უფროსი. ,,სურსათის მიმცემი მოხელე. მოხელე, რომელიც აგემოვნებს საჭმელს და შემდეგ მიართმევს მეფეს“. მზარეულთუხუცესი. იგი ამარაგებს სამზარეულოს პროდუქტებით და თვალყურს ადევნებს მათ წესის მიხედვით დახარჯვაზე, ოთხი თუშმალი ემსახურებოდა მეჯლისს. ისინი აკონტროლებდნენ სამზარეულოში მომუშავე მზარეულებს, წყლის მზიდავებს, მეშეშეებს, მეთეფშეებს და სხვა.
4. მიწა - ,,ქვეყნის ნაწილი, მტვერი, ერთი ოთხთა კავშირთაგანი; ხმელი, გრილი, და უმძიმესი წყლისა. მამული, სახნავ-სათესი; მხატვრობაში ჩრდილი. დედამიწა, მინდვრის მიწა. ზომა მიწისა - დღიური; თეთრი მიწა, ლურჯი მიწა, წითელი მიწა, ღონიერი და და უღონო მიწა; მიწის წაბლა (კარტოფილი); მსუქანა მიწა, შავი მიწა, ეკლესიის მიწა, საბატონო მიწა; მიწა-წყალი, მიწა-წყლის შვილები; მიწასთან გასწორება, მიწაქმნილი (მტვრად ქცეული), მიწაყრილი“. - დავით ჩუბინაშვილი, ქართული განმარტებითი ლექსიკონი; თბილისი, 1887 წ.
5. პირები, 1461, 7/28; 15r., ფ.1461, 8/30, 15r.