ქაღალდი
ჭვირნიშნიანი ქაღალდი ნაცრისფერი, შესრულებული შავი მელნი
წერტილი ადგილ-ადგილ
სრული
ქორონიკონს უპა (1793), ოქტომბრის კა (21); წელთა ჩღჟგ (1793)
დედოფალი დარეჯანი, მეფის ძეები: გიორგი, იულონი, ვახტანგი, ალექსანდრე და კათალიკოსი ანტონ II-ის
მეფემ სოლომონის სიძედ და მემკვიდრედ დაადგინა მდივან ავთანდილის შვილი იოანე.
1. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1820 წ. 20 ნოემბერს.
2, ახლავს წითელი ლუქის ბეჭედი.
3. პირი, ფ.1450, 1/123; 158r-159r.
4. მდივანი (არაბ. - სახელმწიფო საბჭო, სამეფო კანცელარია) - საპატიო მოხელე, რომელიც სამეფო კარზე და სახელმწიფო დაწესებულებებში ადგენდა სხვადასხვა სახის დოკუმენტებს; საამისოდ ის გადიოდა საგანგებო მომზადებას; მდივნისათვის აუცილებელ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა: დიდი განათლება, ენების ცოდნა და სამდივნო საქმეში დახელოვნება. ყველა მდივანი თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ და ,,უხუცესი" არ ჰყავდათ. ქართლ-კახეთში ექვსი მდივანი ჰყოლიათ. ერეკლე II-ის დროს მათი რიცხვი ათამდე გაზრდილა. მდივანი არა მარტო ადგენდა საბუთებს, არამედ უშუალო მონაწილეობასაც ღებულობდა ამა თუ იმ ღონისძიების გატარებაში. მდივნობა შემოსავლიანი და საპატიო სახელო იყო. მდივნობა მემკვიდრეობით გადადიოდა
5. მოლარეთუხუცესი – მსახურთუხუცესის ხელქვეითი მოხელე, სალაროს გამგე, მოლარეთა უფროსი, ევალებოდა სამეფო სალაროს ზედამხედველობა; სალარო ისევე როგორც საჭურჭლე სახელმწიფო ხაზინას წარმოადგენდა, სადაც საგანძური და ფული ინახებოდა. იგი მეფის ბრძანებით გასცემდა ხელფასს, საჩუქრებს. მისი შემოსავალი ნაზირის სარგოს უთანაბრდებოდა. მაგრამ სალაროს ნაზირის თანამდებობა უფრო საპატიო იყო
6. მდივან-მოლარეთუხუცესი - ზოგჯერ მოხელე მეფის ბრძანებით ითავსებდა ორ თანამდებობას