ქაღალდი
ჭვირნიშნიანი ქაღალდი ცისფერი, შესრულებული შავი მელნით
წერტილი ადგილ-ადგილ
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონს უპა (1793), სექტემბრის კთ (29)
1. ოქმს ახლავს ერეკლე II-ის განკარგულება მდივანბეგ სოლომონისადმი, ხსენებული ორი კომლის ხელშეუხებლობაზე მეთვალყურეობისა და მეფისთვის შეტყობინების შესახებ.
2. გადამწერის მინაწერი - ,,ასლიდამ თანასწორ გადმოვწერე, თავადი თუმანოვი იოანე“.
3. მინაწერი სხვა ხელით: ,,ამისი ასლი ოქმი მევე მივიღე თავადი იოსებ გიორგის ძე გერმანოზოვი. რადგანაც ამან წერა არ იცოდა ამისი თხოვნით მოვაწერე გუბერღცკის რეღისტრატორი ნიკოლოზ ბაღინოვი“.
4. სახლთუხუცესი იგივე აბრამადი. მეფის კარის მოხელე; მეფის სასახლის მმართველი, მასვე ექვემდებარებოდა სამეფოს შემოსავალ-გასავალი და მასთან დაკავშირებული მოხელე-მოსაქმენი. სამეურნეო-საფინანსო ზედამხედველი, სასახლის მსახურთა უფროსი, გვხვდება XV ს-იდან.
5. სარდალ-სახლთუხუცესი - ზოგჯერ მეფის ბრძანებით მოხელე ითავსებდა ორ თანამდებობას.
6. მოასილი (იგივე მზევალი) - გადასახადების ამკრეფი, დაბალი ჩინის საპოლიციო აპარატის მოხელე, იასაულის მსგავსი, შედიოდა ეშიკაღასბაშის დაქვემდებარებაში.
7. ბეგარა - უფასოდ მუშაობის მოვალეობა სახელმწიფოს ან ბატონის სასარგებლოდ; ბეგარის სახეობებია: საბატონო, საგზაო, ურმების გაყვანა ბეგარაზე; 2. ყმების ვალდებულება გადაეხადათ ნატურალური ან ფულადი გამოსაღები.
8. კომლი/საკომლო - გლეხის მეურნეობის ერთეული - ,,საგლეხო მამული" ანუ ,,საკომლო". საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საკომლოს რაოდენობა განსხვავებული იყო იმის მიხედვით თუ რა დარგი იყო განვითარებული, ან მიწის ნაყოფიერება როგორი იყო.