ქაღალდი
ჭვირნიშნიანი ქაღალდი ნაცრისფერი, შესრულებული შავი მელნით
წერტილი ადგილ ადგილ
რესტავრირებული
ქორონიკონს უპა (1793), სექტემბრის იზ (17)
დედოფალი დარეჯანი, მეფის ძეები: გიორგი, იულონი, ვახტანგი, ალექსანდრე, ფარნავაზი; კათალიკოსი ანტონ II
1. ოქმში არ ჩანს წყალობის რაობა, სავარაუდოდ მეფე უწყალობა მამული, ლეკებთან ბრძოლის დროს თავდადების გამოჩენის გამო.
2. მოურავი - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38 მოურავი იყო და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.