ქაღალდი
ქაღალდი მწვანე, დაწერილი შავი მელნით
წერტილი სამგან
სრული
ქორონიკონს უპა (1793), ივლისის 25
მეფის ძე გიორგი, ყორიასაულბაში ლუარსაბ ონანაშვილი
ერეკლე II-ის მიერ გაცემული საბუთები, 1736-1797 წლები, 2008 წ. გვ.13
1. ყორიასაულბაში (თურქ.) - პოლიციის ხელჯოხიანი (,,პყრობისა და რისხვის") საპატიო მოხელე, იასაულების უფროსი; ეძლეოდა მნიშვნელოვანი საგარეო ხასიათის დავალებები. სავარაუდოდ ყორიასაულბაშებს ელჩებად აგზავნიდნენ მეზობელ ქვეყნებში. ეშიკაღასბაშის მოადგილე.
2. მოასილი (იგივე მზევალი) - გადასახადების ამკრეფი, დაბალი ჩინის საპოლიციო აპარატის მოხელე, იასაულის მსგავსი, შედიოდა ეშიკაღასბაშის დაქვემდებარებაში.
3. ლაშქარნივისი – ,,საქართველოს სამხედრო კანცელარიის მოხელე, ლაშქრის მწერალი და ანგარიშის შემნახველი" - ჩამოყალიბდა ერეკლე II-ის მიერ ჩატარებული სამხედრო რეფორმების შედეგად; ევალებოდა მოსახლეობის აღწერა, ჯარში გასაწვევი ხალხის სიების შედგენა, სამხედრო ხასიათის მიმოწერის წარმოება, ჯარისთვის ჯამაგირის გაცემა; XVIII ს-ში ქართლ-კახეთის სამეფოში ექვსი ლაშქარნივისი ყოფილა.
4.უზბაში (თურქ.) - ასისთავი, ასეულის უფროს; იგი მინბაშის ხელქვეითი მოხელე და სამხედრო უწყებას ეკუთვნოდა. XVII ს-ში მეფის მცვეთა რაზმის უფროსი საქართველოში ყოფილა სამი უზბაში. თითოეულ მათგანს ორმოცი მეთოფე ჰყოლია. XVIII ს-ში ერეკლე II-ის დროს ფუნქცია შეეცვალა და ჯარის ასეულის უფროსი გახდა. მის მოვალეობას შეადგენდა ჯარისკაცების წესრიგზე ზრუნვა. საბუთებში გვხვდება როგორც უზბაში ისე ასისთავი.
5. ექსცერპტი; ფ. 1451,1/177, 17v, მცხეთის სვეტიცხოვლის ეკლესია.
6. ექსცერპტი - საბუთის მოკლე შინაარსი.