ქაღალდი
ქაღალდი ნაცრისფერი, შესრულებული შავი მელნით
წერტილი ადგილ-ადგილ
რესტავრირებული
ქორონიკონს უპა (1793), ივლისის კე (25)
1800 წ. 7 ივნისს ამტკიცებს გიორგი XII
ერეკლე II-ის მიერ გაცემული საბუთები, 1736-1797 წლები, 2008 წ. გვ.197
1. ახლავს 27 ივლისის მოასილების: ბეცია საამაშვილის და აბრამ თარაშვილის ბარათი, მეფის ბრძანების თანახმად საგინაშვილების მიერ ხატით ხელში საზღვრების დასადგენად დაფიცების თაობაზე.
2. ყორიასაულბაში (თურქ.) - პოლიციის ხელჯოხიანი (,,პყრობისა და რისხვის") საპატიო მოხელე, იასაულების უფროსი; ეძლეოდა მნიშვნელოვანი საგარეო ხასიათის დავალებები. სავარაუდოდ ყორიასაულბაშებს ელჩებად აგზავნიდნენ მეზობელ ქვეყნებში. ეშიკაღასბაშის მოადგილე.
3. მდივანბეგი (თურქ. სპარს.) - სამეფოს უმაღლესი მსაჯული, სასამართლოს თავმჯდომარე მეფის მუდმივი მოსამართლე; მსაჯულთუხუცესი. პირველად იყვნენ ცოტანი, XVIII ს.ში ოცდაათს გადააჭარბა
4. მოასილი (იგივე მზევალი) - გადასახადების ამკრეფი, დაბალი ჩინის საპოლიციო აპარატის მოხელე, იასაულის მსგავსი, შედიოდა ეშიკაღასბაშის დაქვემდებარებაში