ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა გელა წიწრიაშვილისა, ნაცვალ ღვთისავარის მიერ წართმეული ურმისა და დამწვარი კალოს საფასურის ანაზღაურების თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა გლახა ჭავჭავაძისადმი, სოფლის ,,უფროსი კაცების“ დახმარებით საქმის სამართლიანად გამოძიების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1793 წ. 17 ივლისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/9964
მასალა

ქაღალდი ნაცრისფერი, შესრულებული ყავისფერი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
160X115;  რესტავრირებული: 181X134
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი  ადგილ-ადგილ

მდგომარეობა

 რესტავრირებული

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უპა (1793), ივლისის  იზ (17)

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

ნაცვალი - მოხელე, ვისიმე მოადგილე. ნაცვლებად მცირე შეძლების აზნაურები ინიშნებოდნენ. ისინი მეთვალყურეობას უწევდნენ ქალაქში წესრიგის დაცვას;  სოფლად - მოურავის მოადგილე. ამასთანავე ევალებოდათ უცხო ქვეყნებში წამსვლელ-მომსვლელთა თვალის მიდევნება, რის შესახებაც ყოველდღიურ ანგარიშს აბარებდა მოურავს. გარდა ამისა ევალებოდა ვაჭრების მიერ ვაჭრობის წესების დაცვის მეთვალყურეობა. იგი წესრიგს ამყარებდა დოღისა და საერთოდ საზოგადოებრივი გართობის ადგილებში. მას ზომები უნდა მიეღო ხანძრისა და ეპიდემიების შემთხვევაში