ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა გლახა თარხნიშვილისა, მეფის მოუცლელობის გამო მისი საჩივრის ბატონიშვილ გიორგის მიერ გარჩევის თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა ბატონიშვილ გიორგისადმი, მდივანბეგებთან ერთად თარხნიშვილის საჩივრის სამართლიანად განხილვის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1793 წ. 24 ივნისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1450, 33/200; 78v
მასალა

ქაღალდი ნაცრისფერი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უპა (1793), ივნისის კდ (24)

ბეჭედი
შენიშვნა

რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1824 წ. 9 თებერვალს, სოვეტნიკი შერმაზან აფხაზოვი.

მდივანბეგი (თურქ. სპარს.) -  სამეფოს უმაღლესი მსაჯული, სასამართლოს თავმჯდომარე, მეფის მუდმივი მოსამართლე; მსაჯულთუხუცესი. მრჩეველი. პირველად იყვნენ ცოტანი, XVIII ს.ში ოცდაათს გადააჭარბა