ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბრძანება ერეკლე II-ისა ნიკოლოზ თუმანიშვილისადმი, მროველ იუსტინესთან ერთად მამაცაშვილების გაყრაში მონაწილეობის მიღების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1793 წ. 28 მარტი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1450, 46/99; 68v-69r
მასალა

ქაღალდი ნაცრისფერი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
2
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

 მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უპა (1793), მარტის კჰ(28) 

ბეჭედი
შენიშვნა

1. მეფის ბრძანებით კანონის შესაბამისად  ძმებს შორის გაიყოფოდა მამა-პაპეული ქონება, გარდა შეძენილისა.

2. გადამწერი იოვანე ყანდინასშვილის ტექსტი: ,,ეს ჩემი ხელი არის, მის სიმაღლის მეფის ოქმი ვნახე და ეს იმ ოქმის პირი იქიდამ გადმოვსწერე  მე  ყანდინასშვილმა იოვანემ“.         

3. გადაწერილი პირის სისწორეს ადასტურებენ: მორდალი იასე დიასამიძე, დავით თუთუნაშვილი, გაბრიელ მამასახლისისშვილი, პაპა ყაუზნასშვილი, დავით ჯანყასშვილი.

4. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1825 წ. 13 აპრილს, სოვეტნიკი შერმაზან  აფხაზოვი.