ქაღალდი
ქაღალდი მონაცრისფერო, დაწერილი ყავისფერი მელნით
წერტილი და მძიმე ადგილ ადგილ.
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.
ქორონიკონს უპა (1793), თებერვლის ე (5)
1. მინაწერი ოქმზე - ,,ქ. ამ საქმის გადაწყვეტის ოქმი ქურდაშვილის პაატა მზარეულისთვის გვიბოძებია. ისე უნდა გარიგდეს, ამ ტერტერასთან საქმე არავისა აქვს ამ მამულის სადაოზედა“.
2. მოურავი - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38 მოურავი იყო და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.