ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

განაჩენი მდივანბეგების და ერეკლე II-ისა, მორდალ გიორგის და ნაზირ ბარამის სასისხლო საქმეზე

საუკუნე
XVIII
წელი
1793 წ. 28 იანვარი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/9663
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
8, 12, 13
მასალა

ქაღალდი ნაცრისფერი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
356x206
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

 წერტილი ხშირად

მდგომარეობა

რესტავრირებული

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უპა (1793 წ.), იანვრის კჰ (28)

დამტკიცება

 მდივანბეგები: ქაიხოსრო [ანდრონიკაშვილი], ნიკოლოზ აბაშიძე, მეთოდი [ერისთავი], სოლომონ ლიონიძე; თეიმურაზ [ციციშვილი];  [ეშიკაღასბაში] გარსევანი 

ხელრთვა
ბეჭედი
გამოცემები

1.  საქართველოს სიძველენი, ტ.3, N517, გვ.476-477.

2. ისიდორე დოლიძე, ქართული სამართლის ძეგლები, ტ. V, 1974 წ.  გვ.590-591,

შენიშვნა

1. მორდალმა გიორგი [გურგენიძემ] ჯოხით დაუზიანა ნაზირ ბარამს თვალის ქუთუთო; ,,როგორც მესამე თავადის სისხლი" დაეკისრა ცხრა ქერის მარცვლის ზომის  ჭრილობის სისხლი: მარცვალზე ექვსი თუმანი და ერთი მინალთუნი.

2. მორდარი/მურდარი/ მორდალი(სპარს.) - სამეფო და სამდივნო ბეჭდების მცველი და საბუთზე ბეჭდის დამსმელი. ექვემდებარებოდა სახლთუხუცესს.  XVIII ს-ში ორი მორდარი ყოფილა ერთი ქართლში და მეორე კახეთში. ერთადერთი მოხელეა ვისაც ბეჭედი ებარა. მორდარი ჰყავდა დედოფალსაც და მეფესაც.

3. მდივანბეგი (თურქ. სპარს.) -  სამეფოს უმაღლესი მსაჯული,უფროსი მოსამართლე; სასამართლოს თავმჯდომარე მეფის მუდმივი მოსამართლე; მსაჯულთუხუცესი. ირანში უმაღლესი მოსამართლე. მრჩეველი. პირველად იყვნენ ცოტანი, XVIII ს.ში ოცდაათს გადააჭარბა.

4. ნაზირი (არაბ.) - იგივე ეზოსმოძღვარი. შემოიღეს მეფევ როსტომის დროს. სახლ-კარის ზედამხედველი; ეზოს მოძღვარი; მეთვალყურე მეფის ხარჯისა და დარბაზის რიგისა. სამეურნეო ფუნქციების მოხელე; სალაროს ნაზირი, ქარხნის ნაზირი, ჩარფა ნაზირი (უმიკაშვილისა და ჩუბინაშვილის  განმარტებით ,,ოთხფეხთა ზედამხედველი არის“) მისი საქმიანობა დაკავშირებულია მეფის მეცხენეობასთან და მეცხვარეობასთან (სარგო წელიწადში ერთი კვიცი). განაგებდნენ მეფის საწყობებს. ამარაგებდნენ სასახლეს, აგროვებდნენ გადასახადებს. ექვემდებარებოდა სახლთუხუცესს.

5. სისხლი, სისხლის გაჩენა  - ქართული იურიდიული ტერმინი; ფულადი ან ქონებრივი საზღაურის რაოდენობის განსაზღვრა, რომელიც დამნაშავეს უნდა გადაეხადა  დაზარალებულისთვის ფიზიკური ზიანის მიყენების  გამო.