ქაღალდი
ქაღალდი თეთრი შესრულებული ყავისფერი მელნით
წერტილი და მძიმე ადგილ ადგილ
სრული
ქორონიკონს უპა (1793), იანვრის ვ (6)
1. მეფის განაჩენის მიხედვით მებალახეების მიერ აღებული საბალახო განაწილდა მეფეს და ფშაველებს შორის.
2. V-ზე მინაწერი იმავე მელნით: ,,პირიდამ თანასწორ არს ჩყლა (1831) წელსა, მარტის კვ (26) დღესა, კოლლეჟსკი რეღისტრატორი თავადი ნიკოლოზ სიდამონიძე“.
3. მოურავი -ეკონომო, მეურვე, დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. იფი სამეურნეო ხასიათის ფუნქციას ასრულებს და საბუთებში გვხვდება X-XI სს-იდან. XVIII ს-შიმოურაცის როგორც მოხელის ფუნქცია გაიზარდა. იგი მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში. ევალებოდა მართვა და კონტროლი ქალაქსა და სოფელში; ნიხრის დაწესება გასაყიდ საქონელზე; ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა სამეფო ხელისუფლების მიერ. ქატრტლსა და კახეთში 38-38 მოურავი იყო. იგი მმართველობის ადგილობრივი აპარატის მთავარი მოხელე იყო, მას ექვემდებარებოდნენ მელიქი, მამასახლისი, ნაცვალი, ქევხა; ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.
4. საბალახე - საძოვარი მინდვრის გადასახადი, ას სულზე ერთი სული პირუტყვი.