ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

განკარგულება ერეკლე II-ისა კახეთის ბაჟის იჯარადარისადმი, თოფხანის თოფჩებისთვის ჯამაგირის ანგარიშში სამთუმანნახევრის მიცემის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1792 წ. 28 დეკემბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/4794
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
18
მასალა

ქაღალდი ნაცრისფერი, შესრულებული ყავისფერი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
ზომა 108X144;  რესტავრირებული: 130X167
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ადგილ-ადგილ

მდგომარეობა

მორწეულია სრული სახით, რესტავრირებული

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უპ (1792), ქრისტეშობის კჰ (დეკემბრის 28)

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1. ბაჟი - 1. გადასახადი მზა საქონელზე, რომელიც გასაყიდად გაჰქონდათ; 2. გადასახადი სახელმწიფოში შეტანილ და გატანილ საქონელზე. 1639 წ. მეფე როსტომმა შემოიღო კანონი ბაჟის შესახებ - ვაჭრობის განვითარებისა და მოწესრიგების მიზნით თბილისში შემოსულ საქონელზე ბაჟის ნიხრი დაწესდა.,,ტვირთის ხარკი"საბა-სულხან ორბელიანი, ლექსიკონი. 1881 წ.

2. იჯარადარი (არაბ. სპარს.)ქონების იჯარით ამღები პირი.

3. იჯარა -  უძრავი ქონების დროებით დაქირავება რაიმე განსაზღვრული ფასითა და ვადით, სათანადო ხელშეკრულების გაფორმებით; არენდა. 

4. თოფჩი - მეზარბაზნე, მეთოფე.

5. თოფხანა -  დაწესებულება, სადაც თოფ-იარაღი ინახებოდა; 2. თოფ-იარაღისა და ზარბაზნების დასამზადებელი ქარხანა; არტილერიის სახლი, დაწესებულება. არსენალი

6.  V-ზე მინაწერი: ,,მოგბარდა; ანგარიში გაიარა".