ქაღალდი
ქაღალდი ნაცრისფერი, დაწერილი შავი მელნით
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.
ქორონიკონს უპ (1792), ნოემბრის ე (5)
1. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1825 წ. 1 ივლისს, სოვეტნიკი გაბრიელ რატიევი.
2. მიმბაში/მინბაში (თურქ.) - ათასისთავი, ციხისთავი, მინბაში თავისი შინაარსით ციხის უფროსს, ციხის თავს ნიშნავს. მათ მეციხოვნეები ექვემდებარებოდნენ. მინბაშის უპირველესი ამოცანა იყო ციხე მოემარაგებინა მცველებით, იარაღით, პროდუქტებით. მინბაში მეფის შემდეგ ერთადერთი ბატონ-პატრონი იყო ციხისა. ,,მინბაშს" ქართული ტერმინი ციხისთავი არ განუდევნია და საბუთებში ხშირად გვხვდება ორივე სახელი. XVIII-ის II ნახ.-ში მისი მნიშვნელობა შეიცვალა და როცა ერეკლე ++-ემ მორიგე ჯარი შექმნა, ჯარის უფროსებად მინბაშები დააყენა, ერეკლემ მათ დაავალა მორიგე ჯარის გაწვრთნა და ჯარში წესრიგის დაცვა. მაშასადამე ისინი ციხის უფროსობის გარდა ჯარის სამხედრო მეცადინეობასაც ხელმძღვანელობდნენ და სამხედრო უწყების საპატიო მოხელეებად ითვლებოდნენ. მინბაში ზოგჯერ ქალაქის კომენდანტადაც ინიშნებოდა
3. მოურავი -ეკონომო, მეურვე, დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. იფი სამეურნეო ხასიათის ფუნქციას ასრულებს და საბუთებში გვხვდება X-XI სს-იდან. XVIII ს-შიმოურაცის როგორც მოხელის ფუნქცია გაიზარდა. იგი მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში. ევალებოდა მართვა და კონტროლი ქალაქსა და სოფელში; ნიხრის დაწესება გასაყიდ საქონელზე; ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა სამეფო ხელისუფლების მიერ. ქართლსა და კახეთში 38-38 მოურავი იყო. იგი მმართველობის ადგილობრივი აპარატის მთავარი მოხელე იყო, მას ექვემდებარებოდნენ მელიქი, მამასახლისი, ნაცვალი, ქევხა; ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.