ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ოქმი ერეკლე II-ისა საგარეჯოს მოურავ ჯამასპისადმი, ივრის პირას დასახლებული მუღანლოელების მოურავად დანიშვნის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1792 წ. 10 სექტემბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1449/570
მასალა

 ქაღალდი ყვითელი, შესრულებული ყავისფერი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
2
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

მძიმე ორგან

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უოთ (1791), სექტემბრის ი (10)

დამტკიცება

დედოფალი დარეჯანი, მეფის ძეები: იულონი და ალექსანდრე

ბეჭედი
გამოცემები

ერეკლე II-ის მიერ გაცემული საბუთები, 1736-1797 წლები, 2008 წ. გვ.191

შენიშვნა

1. საბუთი გადაწერილია XIX ს-ის I ნახევარში ვახტანგ ბარათოვის მიერ; ,,ეს ოქმი ასლიდამ თანასწორ გადმოვსწერე და შემოწმებულ არს, თ(ავად)ი ვახტანგ ბარათოვი.

2. მოურავი  - ეკონომო, მეურვე, დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. იგი სამეურნეო ხასიათის ფუნქციას ასრულებდა და საბუთებში გვხვდება  X-XI სს-იდან. XVIII ს-ში მოურავის როგორც მოხელის ფუნქცია გაიზარდა. იგი მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა; ევალებოდა მართვა და კონტროლი ქალაქსა და სოფელში; ნიხრის დაწესება გასაყიდ საქონელზე; ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა  სამეფო ხელისუფლების მიერ. ქართლსა და კახეთში 38-38 მოურავი იყო. იგი ადგილობრივი აპარატის მთავარი მოხელე იყო, მას ექვემდებარებოდნენ მელიქი, მამასახლისი, ნაცვალი, ქევხა; ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.