ქაღალდი
ქაღალდი ცისფერი დაწერილი შავი მელნით
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონს უპ (1792), თიბათვის ზ (ივნისის 7)
1. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1821 წ. 14 მაისს, სოვეტნიკი შერმაზან აფხაზოვი.
2. მიმბაში (თურქ.) - ათასისთავი, ციხისთავი მინბაში თავისი შინაარსით ციხის უფროსს, ციხის თავს ნიშნავს. მათ მეციხოვნეები ექვემდებარებოდნენ. მინბაშის უპირველესი ამოცანა იყო ციხე-სიმაგრე მოემარაგებინა მცველებით, იარაღით, პროდუქტებით. მინბაში მეფის შემდეგ ერთადერთი ბატონ-პატრონი იყო ციხისა. ,,მინბაშს" ქართული ტერმინი ციხისთავი არ განუდევნია და საბუთებში ხშირად გვხვდება ორივე სახელი. XVIII-ის II ნახ.-ში მისი მნიშვნელობა შეიცვალა და როცა ერეკლე II-ემ მორიგე ჯარი შექმნა, ჯარის უფროსებად მინბაშები დააყენა, ერეკლემ მათ დაავალა მორიგე ჯარის გაწვრთნა და ჯარში წესრიგის დაცვა. მაშასადამე მინბაშები ციხის უფროსობის გარდა ჯარის სამხედრო მეცადინეობასაც ხელმძღვანელობდნენ. ისინი სამეფო სამხედრო უწყების მოხეელები და საპატიო მოხელეებად ითვლებოდნენ. მინბაში ზოგჯერ ქალაქის კომენდანტადაც ინიშნებოდა.
3. ქეთხუდი/ქეთხუდა (სპარს.) - 1. პირველი მოქალაქე; პირველი ხარისხის ვაჭარი; 2. სოფლის მამასახლისი.
4. ფარეშთუხუცესი - მეფის სასახლის შინამოსამსახურეთა უფროსი. მეფეს ორი ფარეშთუხუცესი ჰყოლია, ისინი სუფრაჯს წვეულების დროს სუფრის გაწყობაში ეხმარებოდნენ, ხელმძღვანელობდნენ ფარეშებს და სასახლის სხვა მოსამსახურეებს. დედოფალს ერთი ფარეშუხუცესი ჰყავდა. იგი მეფესთან დაახლოებული პირი იყო და მონაწილეობდა სამეფოს მართვაში და საიდუმლო თათბირებში.