ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბარათი ერეკლე II-ისა მდივან მანუჩარისადმი, ქაიხოსრო აბაშიძისთვის სამი დღის სურსათის ფასად ხელწერილით ოთხი მინალთუნისა და შვიდი ბისტის მიცემის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1792 წ. 6 ივნისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/4906
მასალა

ქაღალდი ღია ყვითელი, შესრულებული ყავისფერი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
83X110;  რესტავრირებული:109x134
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უპ (1792), თიბათვის ვ (ივნისის 6)

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1. ბარათს ახლავს განკარგულება მდივან მანუჩარისა [მოლარე] გივისადმი, ოთხი ალთმიშუღლის და შვიდი ბისტის გაცემის თაობაზე.

2. V-ზე მინაწერი: ,,ანგარიში გაიარა“.

3. მინალთუნი (ოსმალ) - ერთი მანეთი ვერცხლის, ხუთი აბაზი.

4. ბისტი - ოთხი ფული, ფიფინაური, ორი კაპიკი (დავით ჩუბინაშვილი, 1887 წ.)

5. მდივანი (არაბ. - სახელმწიფო საბჭო, სამეფო კანცელარია) - საპატიო მოხელე, რომელიც სამეფო კარზე და სახელმწიფო დაწესებულებებში  ადგენდა სხვადასხვა სახის დოკუმენტებს; საამისოდ ის გადიოდა საგანგებო მომზადებას; მდივნისათვის აუცილებელ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა: დიდი განათლება, ენების ცოდნა და სამდივნო საქმეში დახელოვნება. ყველა მდივანი თანაბარი უფლებებით სარგებლობდა და ,,უხუცესი" არ ჰყავდათ. ქართლ-კახეთში ექვსი მდივანი ჰყოლიათ. ერეკლე II-ის დროს მათი რიცხვი ათამდე გაზრდილა. მდივანი არა მარტო ადგენდა საბუთებს, არამედ უშუალო მონაწილეობასაც ღებულობდა ამა თუ იმ ღონისძიების გატარებაში. იყვნენ სამეფო მდივნები და სადედოფლოც. ქართლ-კახეთში 6 მდივანი ყოფილა. შემდეგში ერეკლეს დროს მათი რიცხვი გაიზარდა 10/11 მდივნამდე. მდივნობა შემოსავლიანი და საპატიო სახელო იყო. მდივნობა მემკვიდრეობით გადადიოდა.