ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბრძანება ერეკლე II-ისა იასაულ იოანე თურქისტანიშვილისადმი, თარხნიშვილების მიერ მითვისებული ქვათახევის ეკლესიის ყმა-მამულის არქიმანდრიტ ანტონისთვის დაბრუნების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1792 წ. 1 ივნისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1449/1963
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
26
მასალა

 ქაღალდი თეთრი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
4
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

ერთი და ორი წერტილი ხშირად 

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უოთ (1791), თებერვლის დ (4) 

ბეჭედი
შენიშვნა

1.საბუთი გადაწერილია XX ს-ის დასაწყისში სარგის კაკაბაძის მიერ.

2.სარგის კაკაბაძეს მითითებული აქვს საბუთის აღწერილობა: ,,ლურჯ. ქაღ. დახეული“; ძველი საარქივო-სააღრიცხვო ნომერი: N26.

3. ექსცერპტი, ფ.1451/1-26, გვ.99, ქვათახევის ვლანქერანის ღმრთისმშობლის ეკლესია.

4. იასაული(თურქ.) - ქართულად მანდატური, ბოქაული, ხელჯოხიანი. იგი ადმინისტრაციულ-პოლიციური სამსახურის ყველაზე დაბალი და გავრცელებული მოხელე იყო. საპოლიციო ხასიათის სამუშაოს აღმსრულებელი, რომელიც  ეშიკაღასბაშის უწყებაში შედიოდა. თბილისში სპეციალური საიასაულო სახლი იყო, სადაც დასაკითხად მიჰყავდათ დამნაშავეები. იასაული იყო განაჩენების და მეფის ბრძანების აღმსრულებელი. მას აგრეთვე აგზავნიდნენ წერილისა თუ ბრძანების ადგილზე გადასაცემად, ვინმეს გამოსასახლებლად. ისინი მრავალ უწყებას ემსახურებოდნენ. სამეფო იასაულები გათვალისწინებული იყო 23, სადედოფლო - 17. გარდა ამისა იასაულები ჰყავდათ ერისთავებსაც.