ქაღალდი
ქაღალდი ნაცრისფერი, დაწერილი შავი მელნით
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონს უოთ (1791), მკათათვის კვ (ივლისის 26)
1. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1821 წ. 19 მაისს, სოვეტნიკი შერმაზან აფხაზოვი.
2. სახლთუხუცესი - იგივე აბრამადი. მეფის კარის მოხელე, ექვემდებარებოდა სამეფოს შემოსავალ-გასავალის და მასთან დაკავშირებული მოხელე-მოსაქმენი. სამეურნეო-საფინანსო ზედამხედველი; სასახლის მსახურთა უფროსი, გვხვდება XV ს-იდან.
3. ფარეშთუხუცესი - მეფის სასახლის შინამოსამსახურეთა უფროსი. მეფეს ორი ფარეშთუხუცესი ჰყოლია, ისინი სუფრაჯს წვეულების დროს სუფრის გაწყობაში ეხმარებოდნენ, ხელმძღვანელობდნენ ფარეშებს და სასახლის სხვა მოსამსახურეებს. დედოფალს ერთი ფარეშთუხუცესი ჰყავდა. იგი მეფესთან დაახლოებული პირი იყო და მონაწილეობდა სამეფოს მართვაში და საიდუმლო თათბირებში.