ქაღალდი
ქაღალდი ნაცრისფერი, დაწერილი შავი მელნით
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.
ქორონიკონს უპ (1792), აპრილის ვ (6)
გიორგი XII
ისიდორე დოლიძე, ქართული სამართლის ძეგლები, ტ. V, 1974 წ. გვ.565-567,
რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1826 წ.22 იანვარს, სოვეტნიკი დიმიტრი თარხანოვი.
მინაწერი: ,,ასლი წერილი მივიღე, მღვდელი სოლომონ თუშმალოვი".
თუშმალი - სამეფო სამზარეულოს მოხელე, მზარეულების უფროსი. ,,სურსათის მიმცემი მოხელე“, ,,მოხელე, რომელიც აგემოვნებს საჭმელს და შემდეგ მიართმევს მეფეს“ . მზარეულთუხუცესი. იგი ამარაგებს სამზარეულოს პროდუქტებით და თვალყურს ადევნებს მათ წესის მიხედვით დახარჯვაზე; ოთხი თუშმალი ემსახურებოდა მეჯლისს. ისინი აკონტროლებდნენ სამზარეულოში მომუშავე მზარეულებს, წყლის მზიდავებს, მეშეშეებს, მეთეფშეებს და სხვა.