ქაღალდი
ქაღალდი ნაცრისფერი, დაწერილი შავი მელნით.
წერტილი ხშირად
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.
ქორონიკონს უოთ (1791), დეკემბრის კთ (29)
1. საბუთს თავში ახლავს დიდი ზომის უბრალო ქანწილი, შესრულებული შავი მელნით.
2. მეფემ ბოსტაშვილს უწყალობა გარდაცვლილი ძმის სახელო თავისი შესაბამისი სარგოთი.
3. ნაცვალი - მოხელე, ვისიმე მოადგილე. ნაცვლებად მცირე შეძლების აზნაურები ინიშნებოდნენ. ისინი მეთვალყურეობას უწევდნენ ქალაქში წესრიგის დაცვას; სოფლად - მოურავის მოადგილე. იგი დოღისა და საერთოდ საზოგადოებრივი გართობის ადგილებში წესრიგს ამყარებდა. მას ზომები უნდა მიეღო ხანძრისა და ეპიდემიების შემთხვევაში.