ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ოქმი ერეკლე II-ისა მდივან იოსებისა და მელიქ ავეტიქასადმი, ომარ ხანთან გასამგზავრებელ ქაიხოსრო მურვანიშვილისთვის წითელი და მრუმი მელიის ბეწვით გაწყობილი ქათიბის შეკერვის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1791 წ. 28 ნოემბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448//3005
მასალა

ქაღალდი ღია ნაცრისფერი, შესრულებული შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
100X158
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ადგილ ადგილ

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უოთ (1791), ნოემბრის კჰ (28) 

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

 1. v-ზე  მინაწერი  განსხვავებული ხელითა და მელნით: ,,ქ. სამ ადლს ნახევარ ჩარექი ნაკლები წავიდა, მე საჰაკას ხელით მოვაჭრევინე“.

2. მდივანი (არაბ. - სახელმწიფო საბჭო, სამეფო კანცელარია) - საპატიო მოხელე, რომელიც სამეფო კარზე და სახელმწიფო დაწესებულებებში  ადგენდა სხვადასხვა სახის დოკუმენტებს; საამისოდ ის გადიოდა საგანგებო მომზადებას; მდივნისათვის აუცილებელ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა: დიდი განათლება, ენების ცოდნა და სამდივნო საქმეში დახელოვნება. ყველა მდივანი თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ და ,,უხუცესი" არ ჰყავდათ. ქართლ-კახეთში ექვსი მდივანი ჰყოლიათ. ერეკლე II-ის დროს მათი რიცხვი ათამდე გაზრდილა. მდივანი არა მარტო ადგენდა საბუთებს, არამედ უშუალო მონაწილეობასაც ღებულობდა ამა თუ იმ ღონისძიების გატარებაში. 

3. მელიქი  (არაბ.)  - ქალაქის მმართველი მოხელე, მოურავის ხელქვეითი; ქალაქის თავი, რომელიც მოსამართლის ფუნქციებსაც ითავსებდა სამოქალაქო საკითხებში. ევალებოდა ქალაქში სისუფთავისა და წესრიგის დაცვა. ეს ტერმინი საქართველოში შემოვიდა XVI ს-ში. 

4. მრუმი - ბნელი; ბინდისფერი.

5. ქათიბი - ბეწვეულის მოსასხამი, ჩასაცმელი; ქურქი.