ქაღალდი
ქაღალდი თეთრი, დაწერილი შავი მელნით
მძიმე და წერტილმძიმე ადგილ ადგილ.
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.
ქორონიკონს უოთ (1791), ნოემბრის კვ(26)
1. ახლავს განკარგულება ერეკლე II-ისა ეშიკაღასბაშ გარსევანის მიერ განაჩენის აღსრულების შესახებ.
2. საბუთი გადაწერილია XX ს-ის დასაწყისში სარგის კაკაბაძის მიერ,
3. სარგის კაკაბაძეს მითითებული აქვს საბუთის ზომა: 763/4X371/2 და ძველი საარქივო-სააღრიცხვო ნომერი: N253.
4. ექსცერპტი, ფ.1451/1-253, გვ.23r, მცხეთის სვეტიცხოვლის ეკლესია.
5. ეშიკაღასბაში – (იგივე მანდათურთუხუცესი) მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი. ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდა განაჩენების სისრულეში მოყვანა. იასაულების გაგზავნა სამართლის აღსასრულებლად. ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის მიხედვით ეშიკაღასბაშს ევალებოდა გაფანტული ყმების მოგროვება და პატრონისთვის დაბრუნება. სამეფო ეშიკაღასბაშის გარდა იყო ორი სახის ეშიკაღასბაში: ხალვათხანის (ორი) და არმის (ორი). ეშიკაღასბაში როგორც ტერმინი XVII ს-ში შემოვიდა მეფე როსტომის დროს. ყველა სახის ეშიკაღასბაში საპოლიციო აპარატის მოხელეები არიან.
6. ექსცერპტი - საბუთის მოკლე შინაარსი.