ქართული
ქაღალდი თეთრი, დაწერილი შავი მელნით
წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონს უოთ (1791), ოქტომბრის ით (19)
1. საბუთი გადაწერილია XX ს-ის დასაწყისში სარგის კაკაბაძის მიერ.
2. სარგის კაკაბაძეს მითითებული აქვს საბუთის დედნის აღწერილობა და ზომა: ,,მუქი ქაღ.“, 16X14 და ძველი საარქივო-სააღრიცხვო ნომერი: N191.
3. მდივანი (არაბ. - სახელმწიფო საბჭო, სამეფო კანცელარია) - საპატიო მოხელე, რომელიც სამეფო კარზე და სახელმწიფო დაწესებულებებში ადგენდა სხვადასხვა სახის დოკუმენტებს; საამისოდ ის გადიოდა საგანგებო მომზადებას; მდივნისათვის აუცილებელ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა: დიდი განათლება, ენების ცოდნა და სამდივნო საქმეში დახელოვნება. ყველა მდივანი თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ და ,,უხუცესი" არ ჰყავდათ. ქართლ-კახეთში ექვსი მდივანი ჰყოლიათ. ერეკლე II-ის დროს მათი რიცხვი ათამდე გაზრდილა. მდივანი არა მარტო ადგენდა საბუთებს, არამედ უშუალო მონაწილეობასაც ღებულობდა ამა თუ იმ ღონისძიების გატარებაში. ქართლ-კახეთში 6 მდივანი ყოფილა. შემდეგში ერეკლეს დროს მათი რიცხვი გაიზარდა 10/11 მდივნამდე. მდივნობა შემოსავლიანი და საპატიო სახელო იყო. მდივნობა მემკვიდრეობით გადადიოდა.
4. აზატი (სპარს) - თავისუფალი, გათავისუფლებული ყმა.
5. გამოსაღები - ხარკი, ბეგარა, გადასახადი, სავალდებულო შესატანი, მისაცემი.