ქაღალდი
ქაღალდი ყვითელი - ჭვირნიშნით ირემი, შესრულებული ყავისფერი და შავი მელნით,
წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.
რესტავრირებული
ქორონიკონს უოთ (1791), ენკენისთვის დ (სექტემბრის 4)
ერეკლე II
ერეკლე II-ის მიერ გაცემული საბუთები, 1736-1797 წლები“, 2008 წ. გვ.205.
1. დარბაზი - მეფის სათათბირო, შედგებოდა დიდი მოხელეებისა და ფეოდალებისაგან. დარბაზის შემადგენლობა განსაზღვრული არ იყო, რაოდენობა მეფეზე იყო დამოკიდებული. იგი სასამართლოს ფუნქციასაც ასრულებდა. განსაკუთრებული მძიმე საქმეები დარბაზში ირჩეოდა მეფესთან ერთად.
2. დარბაზბატონი - დიდი თავადი, დიდმოხელე, სათათბიროს წევრი.
3. მიმბაში/მინბაში (თურქ.) - ათასისთავი, ციხისთავი, მინბაში თავისი შინაარსით ციხის უფროსს, ციხის თავს ნიშნავს. მათ მეციხოვნეები ექვემდებარებოდნენ. მინბაშის უპირველესი ამოცანა იყო ციხე მოემარაგებინა მცველებით, იარაღით, პროდუქტებით. მინბაში მეფის შემდეგ ერთადერთი ბატონ-პატრონი იყო ციხისა. ,,მინბაშს" ქართული ტერმინი ციხისთავი არ განუდევნია და საბუთებში ხშირად გვხვდება ორივე სახელი. XVIII-ის II ნახ.-ში მისი მნიშვნელობა შეიცვალა და როცა ერეკლე II-ემ მორიგე ჯარი შექმნა, ჯარის უფროსებად მინბაშები დააყენა, ერეკლემ მათ დაავალა მორიგე ჯარის გაწვრთნა და ჯარში წესრიგის დაცვა. მაშასადამე ისინი ციხის უფროსობის გარდა ჯარის სამხედრო მეცადინეობასაც ხელმძღვანელობდნენ და სამხედრო უწყების საპატიო მოხელეებად ითვლებოდნენ. მინბაში ზოგჯერ ქალაქის კომენდანტადაც ინიშნებოდა.