ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვარ იოაკიმესი, სამონასტრო ყმების ჯარის მორიგეობიდან გათავისუფლების თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა მოასილებისადმი, სამორიგეო დავთარში შეცდომით შეყვანილი ყმების მორიგეობიდან გათავისუფლების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1791 წ. 3 სექტემბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/1284
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
98
მასალა

ნაცრისფერი ქაღალდი ვერჟერით და ჭვირნიშნით, შესრულებული ყავისფერი და შავი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
350X149
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

 წერტილი ადგილ ადგილ

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უოთ (1791), სექტემბრის გ (3) 

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1. ექსცერპტი;  ფ. 1451,1/98, გვ.149r, დავით გარეჯის  მონასტერი.

2. მოასილი (იგივე მზევალი) - გადასახადების ამკრეფი, დაბალი ჩინის საპოლიციო აპარატის მოხელე, იასაულის მსგავსი, შედიოდა ეშიკაღასბაშის დაქვემდებარებაში