ქაღალდი
ქაღალდი ცისფერი, დაწერილი შავი მელნით
სრული
ქორონიკონს უოთ (1791), მკათათვის ა (ივლისის 1)
1. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1825 წ. 13 აგვისტოს, სოვეტნიკი შერმაზან აფხაზოვი.
2. მდივანი (არაბ. - სახელმწიფო საბჭო, სამეფო კანცელარია) - საპატიო მოხელე, რომელიც სამეფო კარზე და სახელმწიფო დაწესებულებებში ადგენდა სხვადასხვა სახის დოკუმენტებს; საამისოდ ის გადიოდა საგანგებო მომზადებას; მდივნისათვის აუცილებელ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა: დიდი განათლება, ენების ცოდნა და სამდივნო საქმეში დახელოვნება. ყველა მდივანი თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ და ,,უხუცესი" არ ჰყავდათ. ქართლ-კახეთში ექვსი მდივანი ჰყოლიათ. ერეკლე II-ის დროს მათი რიცხვი ათამდე გაზრდილა. მდივანი არა მარტო ადგენდა საბუთებს, არამედ უშუალო მონაწილეობასაც ღებულობდა ამა თუ იმ ღონისძიების გატარებაში. ქართლ-კახეთში 6 მდივანი ყოფილა. შემდეგში ერეკლეს დროს მათი რიცხვი გაიზარდა 10/11 მდივნამდე. მდივნობა შემოსავლიანი და საპატიო სახელო იყო. მდივნობა მემკვიდრეობით გადადიოდა.
3.მელიქი (არაბ.) - ქალაქის მმართველი მოხელე, მოურავის ხელქვეითი; ქალაქის თავი, რომელიც მოსამართლის ფუნქციებსაც ითავსებდა სამოქალაქო საკითხებში. ევალებოდა ქალაქში სისუფთავის და წესრიგის დაცვა. ეს ტერმინი საქართველოში შემოვიდა XVI ს-ში.
4. მინალთუნი (ოსმალ.) - ერთი მანეთი ვერცხლის, ხუთი აბაზი
5. ალთმიშლუღი - საფასეს რაოდენობა თურქული - უდრის 18 შაურს