ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა მდივან იესესი, მისი და იორამის მიწების განაჩენით განაწილების თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა მდივანბეგ თეიმურაზის და ნაიბეშიკაღასბაშ-ყორიასაულბაშ ზაზასადმი, განაჩენის სისრულეში მოყვანის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1791 წ. 12 ივნისი
ტექსტის მატარებელი

ქართული

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1450, 26/22; 17v-18r
მასალა

ქაღალდი ცისფერი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
2
ზომები
1791 წ. 12 ივნისი
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უოთ (1791), ივნისის იბ (12)

ბეჭედი
შენიშვნა

 1. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1821 წ. 15 იანვარს, სოვეტნიკი გაბრიელ რატიევი.

2. მინაწერი: ,,ნამდვილი წერილი მივიღე მსაჯულის შვილი დავით ბარათოვი".

3. მდივანბეგი (თურქ. სპარს.) - სამეფოს უმაღლესი მსაჯული; სასამართლოს თავმჯდომარე მეფის მუდმივი მოსამართლე; მსაჯულთუხუცესი. მრჩეველი. პირველად იყვნენ ცოტანი, XVIII ს.ში ოცდაათს გადააჭარბა.

4. ეშიკაღასბაში – (იგივე მანდათურთუხუცესი) მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი. ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდა განაჩენების სისრულეში მოყვანა. იასაულების გაგზავნა სამართლის აღსასრულებლად. ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის მიხედვით ეშიკაღასბაშს ევალებოდა გაფანტული ყმების მოგროვება და პატრონისთვის დაბრუნება. სამეფო ეშიკაღასბაშის გარდა იყო ორი სახის ეშიკაღასბაში: ხალვათხანის (ორი) და  არმის (ორი).   ეშიკაღასბაში როგორც ტერმინი  XVII ს-ში შემოვიდა მეფე როსტომის დროს. ყველა სახის ეშიკაღასბაში საპოლიციო აპარატის მოხელეები არიან. 

5. ნაიბეშიკაღასბაში - ეშიკაღასბაშის მოადგილე (ნაიბი - ვისიმე მოადგილე, შემცვლელი).

6. ყორიასაულბაში (თურქ.)  - პოლიციის ხელჯოხიანი (,,პყრობისა და რისხვის")  საპატიო მოხელე, იასაულების უფროსი; ეძლეოდა მნიშვნელოვანი საგარეო ხასიათის დავალებები. სავარაუდოდ, მათ ელჩებად აგზავნიდნენ მეზობელ ქვეყნებში. ეშიკაღასბაშის მოადგილე