ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

განაჩენი ერეკლე II-ისა ოსების მიერ პაპუა კორინთელის ქონების დატაცების და დაჭრის სასისხლო საქმეზე

საუკუნე
XVIII
წელი
1791 წ. 3 აპრილი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/10485
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
2, 3, 6
მასალა

 ჭვირნიშნიანი ქაღალდი თეთრი, შესრულებული ყავისფერი და შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
3
ზომები
795X276
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ადგილ-ადგილ

მდგომარეობა

 მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უოთ (1791), აპრილის გ (3) 

დამტკიცება

 კათალიკოსი ანტონ II და მეფის ძეები: გიორგი, იულონი, ვახტანგი, ალექსანდრე და ფარნაოზი

ხელრთვა
ბეჭედი
გამოცემები

1. ისიდორე დოლიძე, ქართული სამართლის ძეგლები, ტ.V, 1974 წ. გვ.529-531.

2. ერეკლე II-ის მიერ გაცემული საბუთები, 1736-1797 წლები, 2008 წ. გვ.18.

შენიშვნა

 1. კორინთელის სასარგებლოდ ოსებს დაეკისრათ შუა აზნაურის სისხლი: ქონების  ზარალის ოთხმოცდათექვსმეტი თუმანი, ხოლოდ თოფით დაჭრისთვის ორმოცდარვა თუმანი.

2.  განაჩენს ახლავს მნიშვნელოვანი მინაწერი-ბრძანება ერეკლე II-ის სისხლის გაჩენის შესახებ: ,,ესეც ასე გვიბძანებია, რაც ოსი ან ქურდობაზე მოკვდება, ან მიხდომაზე, იმისი სისხლი არც გაუჩნდებათ და არც მიეცემათ. და ეგრეთვე ქართველი კაცი რომ წავიდეს იმათში საქურდლათა და იქ ოსებში მოკვდეს, არც იმას გაუჩნდება სისხლი“.

3.  რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1821 წ. 11 თებერვალს, სოვეტნიკი გაბრიელ რატიევი.

4. პირი  ფ.1450, 26/279; გვ.215v-216r.

5. სისხლის გაჩენა, სისხლი - ქართული იურიდიული ტერმინი; ფულადი ან ქონებრივი საზღაურის რაოდენობის განსაზღვრა, რომელიც დამნაშავეს უნდა გადაეხადა დაზარალებულისთვის ფიზიკური ზიანის მიყენების გამო.