ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა იოსებ და ბირთველ თუმანიშვილებისა, გორში მდებარე წართმეული სამოსახლოს დაბრუნების თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა გორის მამასახლის ზურაბისადმი, მწერლისა და ქეთხუდების თანდასწრებით დავის გარჩევის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1791 წ. 20 თებერვალი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1449/959
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
219, 241;  ,,ჩაიწერა ოა(71), =34 კბ (22)
მასალა

ვირნიშნიანი ქაღალდი მოთეთრო, შესრულებული ყავისფერი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
2
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

 წერტილი  ადგილ ადგილ

მდგომარეობა

 მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში

მითითებული თარიღი

 ქორონიკონს უოთ  (1791), თებერვლის კ (20) 

ბეჭედი
შენიშვნა

1. მინაწერი თავში; ,,Копия съ документа представленного Князем Биртвелем Тумановым".

2. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1824 წ. 30 აგვისტოს, სოვეტნიკი შერმაზან აფხაზოვი.

3. ,,ასლთან თანასწორ არს, მიზანდაროვი".

4. მამასახლისი - ზედამხედველი ქალაქსა და სოფელში ვინმეს ქონებისა; მოურავის თანაშემწე. არჩევითი მოხელე სოფლად, რომელიც ასრულებდა ადმინისტრაციულ-პოლიციურ მოვალეობებს. ,,საქვეყნოდ გამრიგე", რომელიც ახორციელებდა როგორც მართველობით ისე სასამართლო ფუნქციებს. მამასახლისი ჰყავდათ როგორც მემამულეებს ასევე ეკლესიებსაც. იგი მონაწილეობას იღებდა მხოლოდ სამოქალაქო საქმეების გარჩევაში და ზოგ შემთხვევაში მონაწილეობდა განაჩენის აღსრულებაში. ეს მოხელეობა მემკვიდრეობით გადადიოდა. თავისუფლდებოდა გადასახადებისგან. ეხმარებოდნენ მოხელეებს გადასახადების გაწერაში და აკრეფაში. აკრეფილი გადასახადი ქალაქში უნდა ჩაეტანა. 

5. ქეთხუდი/ქეთხუდა (სპარს.) - პირველი მოქალაქე; პირველი ხარისხის ვაჭარი; სოფლის მამასახლისი; პატივცემული პირი

6. მწერალი - საბუთების შემდგენელი და დამწერი, ისევე როგორც მწიგნობარი, მაგრამ ვინაიდან X-XI სს-ის ზოფიერთ საბუთში ორივე ტერმინი გვხვდება ივანე ჯავახიშვილი გამოთქვამს ვარაუდს, რომ მათი თანამდებობა განსხვავებული უნდა ყოფილიყო; იგივე მუშრიბი.მ პირი რომელსაც შეეძლო საბუთის შედგენა და დაწერა (უმეტეს შემთხვევაში ნასყიდობის წიგნების). ისინი სამდივნოში კერძო პირებით იყვნენ წარმოდგენილები