ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა დაჭრილ მუხრანბატონიშვილ იოვანესი, დამნაშავის დასჯის თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა მიმბაშ იოანე ორბელიანის და მეითარ სოლომონისადმი, თელავში გაქცეული დამნაშავის ჩამოყვანისა და სასამართლოში მიყვანის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1791 წ. 12 თებერვალი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/250
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
1
მასალა

ნაცრისფერი ქაღალდი ჭვირნიშნით, შესრულებული ყავისფერი და შავი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
 203X160;  რესტავრირებული: 218X180
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ადგილ-ადგილ

მდგომარეობა

 რესტავრირებული

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უოთ (1791), თებერვლის იბ (12) 

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1.  მიმბაში (თურქ.) - ათასისთავი, ციხისთავი მინბაში თავისი შინაარსით ციხის უფროსს, ციხის თავს ნიშნავს. მათ მეციხოვნეები ექვემდებარებოდნენ.  მინბაშის უპირველესი ამოცანა იყო ციხე-სიმაგრე მოემარაგებინა მცველებით, იარაღით, პროდუქტებით. მინბაში მეფის შემდეგ ერთადერთი ბატონ-პატრონი იყო ციხისა. ,,მინბაშს" ქართული ტერმინი ციხისთავი არ განუდევნია  და საბუთებში ხშირად გვხვდება ორივე სახელი.  XVIII-ის  II ნახ.-ში მისი მნიშვნელობა შეიცვალა და როცა ერეკლე II-ემ მორიგე ჯარი შექმნა, ჯარის  უფროსებად მინბაშები  დააყენა, ერეკლემ მათ დაავალა მორიგე ჯარის გაწვრთნა და ჯარში წესრიგის დაცვა. მაშასადამე მინბაშები ციხის უფროსობის გარდა  ჯარის სამხედრო მეცადინეობასაც ხელმძღვანელობდნენ. ისინი სამეფო სამხედრო უწყების მოხეელები და საპატიო მოხელეებად ითვლებოდნენ. მინბაში ზოგჯერ  ქალაქის კომენდანტადაც ინიშნებოდა.

2. მეითარი (სპარს.)- სარიქიფოს, მეფის გარდერობის მოხელე, მეფის წინ მდგომი მოხელე და საჭირო ნივთების მიმწოდებელი; მეფის განუყრელი პირადი მსახური. მეითარმა შეცვალა ეჯიბი როსტომ მეფის დროიდან. იგი მეფესთან დაახლოებული პირი იყო  და ზოგჯერ მეფე სერიოზულ დავალებას აძლევდა. მეითარი ხელშინაური მოხელეა. ის თითქმის მუდმივად მეფესთან იმყოფება პირის დაბანისას, დაწოლისას,  ადგომისას. ამიტომ იგი მეფესთან დაახლოებული და მნიშვნელოვანი თანამდებობის პირი იყო.