ქაღალდი
ქაღალდი თეთრი, შესრულებული შავი მელნით
წერტილი, მძიმე და წერტილმძიმე მონაცვლეობით
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონს უოთ (1791), იანვრის კე (25)
დედოფალი დარეჯანი, მეფის ძეების: გიორგი, ფარნავაზი და დავითი.
,ერეკლე II-ის მიერ გაცემული საბუთები, 1736-1797 წლები“, 2008 წ. გვ.178
1. პირი, ფ. 1450, 2/152, გვ.149v.
2. ბეითალმანი (არაბ) - ამოვარდნილი, უპატრონო ადგილი, სახლ-კარი; უმემკვიდრეოდ დარჩენილი ამოწყვეტილი ოჯახის ადგილ-მამული.
3. მდივანი (არაბ. - სახელმწიფო საბჭო, სამეფო კანცელარია) - საპატიო მოხელე, რომელიც სამეფო კარზე და სახელმწიფო დაწესებულებებში ადგენდა სხვადასხვა სახის დოკუმენტებს; საამისოდ ის გადიოდა საგანგებო მომზადებას; მდივნისათვის აუცილებელ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა: დიდი განათლება, ენების ცოდნა და სამდივნო საქმეში დახელოვნება. ყველა მდივანი თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ და ,,უხუცესი" არ ჰყავდათ. ქართლ-კახეთში ექვსი მდივანი ჰყოლიათ. ერეკლე II-ის დროს მათი რიცხვი ათამდე გაზრდილა. მდივანი არა მარტო ადგენდა საბუთებს, არამედ უშუალო მონაწილეობასაც ღებულობდა ამა თუ იმ ღონისძიების გატარებაში. მდივნობა შემოსავლიანი და საპატიო სახელო იყო. მდივნობა მემკვიდრეობით გადადიოდა.