ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ოქმი ერეკლე II-ისა საგარეჯოს მოურავისადმი გარეჯის ნათლისმცემლის უდაბნოს მონასტრის შესაწირად ნაყიდი ყმა-მამულის წინამძღვარ სვიმონისთვის მიბარების და ხელშეუხებლობის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1761 წ. 8 ივნისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1449/2440
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
118
მასალა

ქაღალდი თეთრი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
153X213
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

ერთი და ორი წერტილი ადგილ-ადგილ

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონი უმთ (1761), თიბათვის ჰ(ივნისის 8)

ბეჭედი
შენიშვნა

1. ექსცერპტი, ფ. 1451, წიგნი 1/5, გვ.215r;  ნათლისცემლის მონასტერი. 

2. საბუთი გადაწერილია სარგის კაკაბაძის მიერ XX-ის დასაწყისში.

3. სარგის  კაკაბაძეს მითითებული აქვს დედნის ზომა ,,191/4X151/4“ და ძველი საარქივო-სააღრიცხვო ნომერი N118.

4. მოურავი  - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი  მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში  ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა  სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38  მოურავი იყო   და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.