ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა რაჭიდან გადმოსულ ბერო ზაქარიას შვილ კიღურიძისა აზნაურის წოდების აღდგენის თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა შალვაურის მოლარეთუხუცეს-მოურავ დავითისადმი, ბეროსთვის აზნაურობის წყალობის განახლების და სააზნაურო გამოსაღების დანიშვნის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1790 წ. 25 სექტემბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1449/355
მასალა

ვერჟერიანი ქაღალდი ყავისფერი, შესრულებული ყავისფერი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ადგილ-ადგილ

მდგომარეობა

რესტავრირებული

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უოჰ (1790), სექტემბრის კე (25) 

დამტკიცება

ბატონიშვილი იულონი

ბეჭედი
გამოცემები

1. ისიდორე დოლიძე, ქართული სამართლის ძეგლები, ტ.VIII, 1985 წ. გვ.68.

 2. ერეკლე II-ის მიერ გაცემული საბუთები, 1736-1797 წლები, 2008 წ. გვ.176.

შენიშვნა

1. მოურავი  - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი  მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში  ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა  სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38  მოურავი იყო   და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.

2. მოლარეთუხუცესი – მსახურთუხუცესის ხელქვეითი მოხელე, სალაროს გამგე, მოლარეთა უფროსი, ევალებოდა სამეფო სალაროს ზედამხედველობა; სალარო ისევე როგორც საჭურჭლე სახელმწიფო ხაზინას წარმოადგენდა, სადაც საგანძური და ფული ინახებოდა. იგი მეფის ბრძანებით გასცემდა ხელფასს, საჩუქრებს. მისი შემოსავალი ნაზირის სარგოს უთანაბრდებოდა. მაგრამ სალაროს ნაზირის თანამდებობა უფრო საპატიო იყო.