ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

უჯათობის წიგნი ერეკლე II-ისა, სახლთუხუცეს ქაიხოსროს და საგარეჯოს მოურავ ჯამასპის სადავო მამულზე სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1790 წ. 13 სექტემბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/472
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
56; 76
მასალა

მოთეთრო ქაღალდი, დაწერილი ყავისფერი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
173x182
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი და მძიმე ადგილ-ადგილ

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უოჰ  (1790), სექტემბრის იგ  (13)

დამტკიცება

 მდივანბეგები: ქაიხოსრო ენდრონიკაშვილი, [მზეჭაბუკ ორბელიანი], სოლომონ ლეონიძე, 

ხელრთვა
ბეჭედი
გამოცემები

ისიდორე დოლიძე, ქართული სამართლის ძეგლები, ტ.V, 1978 წ. გვ.509-510.

შენიშვნა

1. უჯათი -  საბუთი, დამტკიცება. დამტკიცებული საბუთი.

2. უჯათობის წიგნი - დამტკიცების წიგნი.

3. სახლთუხუცესი იგივე აბრამადი. მეფის კარის მოხელე; მეფის სასახლის მმართველი, მასვე ექვემდებარებოდა სამეფოს შემოსავალ-გასავალი და მასთან დაკავშირებული მოხელე-მოსაქმენი. სამეურნეო-საფინანსო ზედამხედველი, სასახლის მსახურთა უფროსი, გვხვდება XV ს-იდან.

4. მოურავი  - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი  მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში  ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა  სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38  მოურავი იყო   და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.