ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ოქმი ერეკლე II-ისა მდივან მანუჩარისადმი, ზაქარია ციციშვილისთვის მდივან სულხანთან დაგირავებული ძვირფასი ნივთების სამაგიეროდ ყმა-მამულის მიცემის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1790 წ. 20 აგვისტო
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/3009
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
89; ჩაიწერა ბ (2) =113
მასალა

ჭვირნიშნიანი ქაღალდი ნაცრისფერი, შესრულებული ყავისფერი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
140X160
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

 წერტილი  ადგილ ადგილ

მდგომარეობა

 მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უოჰ (1790), აგვისტოს კ (20) 

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1.  ოქმს ახლავს  სამკაულების ნუსხა.

2. მდივანი (არაბ. - სახელმწიფო საბჭო, სამეფო კანცელარია) - საპატიო მოხელე, რომელიც სამეფო კარზე და სახელმწიფო დაწესებულებებში  ადგენდა სხვადასხვა სახის დოკუმენტებს; საამისოდ ის გადიოდა საგანგებო მომზადებას; მდივნისათვის აუცილებელ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა: დიდი განათლება, ენების ცოდნა და სამდივნო საქმეში დახელოვნება. ყველა მდივანი თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ და ,,უხუცესი" არ ჰყავდათ. ქართლ-კახეთში ექვსი მდივანი ჰყოლიათ. ერეკლე II-ის დროს მათი რიცხვი ათამდე გაზრდილა. მდივანი არა მარტო ადგენდა საბუთებს, არამედ უშუალო მონაწილეობასაც ღებულობდა ამა თუ იმ ღონისძიების გატარებაში.  მდივნობა შემოსავლიანი და საპატიო სახელო იყო. მდივნობა მემკვიდრეობით გადადიოდა.