ქაღალდი
ვერჟერიანი ქაღალდი ნაცრისფერი, შესრულებული შავი მელნით
წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.
ქორონიკონს უოჰ (1790), ივლისის ივ (16)
მინაწერები იმავე მელნით: 1.,,ამ წერილების სწორე ასლიდამი გარდმოწერილი ვნახე და ამპირზედ ხელს ვაწერ; თავადი) არსენ ბებუთოვი.
2. ,,მე ღრაჟდანსკის ექსპედიციის მწერალმა აზნაურმა გაბაშვილმა ზაზამ ეს კოპია ასლზედ სწორედ გარდმოვსწერე“;
3. ,,ამ წერილის სწორე ასლი და გარდმოწერილი ვნახე და ამ პირზე ხელს ვაწერ მე დავით მაღალოვი.
4. ,,ამისი ასლი მე მომბარდა და კოპია აქ დავუტოვე, თავადი ალექსანდრე მაყაშვილი“.
5. ეშიკაღასბაში - იგივე მანდატურთუხუცესი მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი. ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდა განაჩენების სისრულეში მოყვანა. იასაულების გაგზავნა სამართლის აღსასრულებლად. ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის მიხედვით ეშიკაღასბაშს ევალებოდა გაფანტული ყმების მოგროვება და პატრონისთვის დაბრუნება. სამეფო ეშიკაღასბაშის გარდა იყო ორი სახის ეშიკაღასბაში: ხალვათხანის/ქარხნების (ორი) და არმის/სასახლის (ორი). ეს ტერმინი XVIIს-ში მეფე როსტომმა შემოიღო. ექვემდებარებოდნენ: ბოქაულთუხუცესი, ბოქაული, სოიბათიასაული, ყორიასაული, იასაული, მემანდარი, ყაფიჩი.